• ფაილის დამატების შემთხვევაში დააჭირეთ "ყველა საქმე" აირჩიეთ კონკრეტული საქმე რედაქტირების რეჟიმში და დაამატეთ "ფაილი"-ში.
• სარჩელი და თანდართული დოკუმენტები შეგიძლიათ ერთ ფაილად მოგვაწოდოთ PDF ფორმატში.
• DRC-ის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, საქმეს ენიჭება უნიკალური კოდი,
რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ საქმის მსვლელობა ყველა
ეტაპზე, ასევე გაეცნოთ საქმის მასალას და კალენდარის მეშვეობით გაიგოთ როდის
არის ჩანიშნული ზეპირი მოსმენა.
• თქვენ შიგიძლიათ დარეგისტრირდეთ DRC-ის ვებ-გვერდზე და ონლაინ რეჟიმში
გაეცნოთ საქმის მასალას ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით რომელშიც ჩართული
ხართ მხარედ, წარმომადგენლად ან არბიტრად.
• თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ არსებობს, სარჩელი წარმოდგენილი უნდა იქნას
დოკუმენტის სახით ან ელექტრონული სარჩელის შევსებისას უნდა მიეთითოს, რომ
მხარეს სარჩელის ასლი გაუგზავნოს DRC-მ, რისთვისაც ერთ მოპასუხეზე
დოკუმენტების გაგზავნის ხარჯი შეადგენს 20 ლარს.